Monday, March 2, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს სამი მარტია, დედების დღე. ჩვენ, როგორც განსაკუთრებულად ნიჭიერი დედიკოები(თან ყველა)  კიდევ უფრო ვიღრმავებთ ჩვენს ცოდნას და ტრენინგზე ვზივართ.
დილიდან სასიამოვნოდ დაიწყო დღე, ქეთევანმა ყველას იების კონები მოგვართვა, რამაც ჩვენი მონდომება გაააორმაგა.
თვითშეფასებების შემდეგ გადავედით ელექტრონული ცხრილების შესწავლაზე
დავით მასწავლებელო, დღეს თქვენ არ იცით კობახიძე როგორ გააბედნიერეთ. წლებია ამ პროგრამის შესწავლაზე ოცნებობს. მართალია, ჩემი  ფინანსური შემოსავლის წყარო 1 ლარით შემცირდება, მაგრამ მთავარია, რომ ქეთევანს ექსელი ეცოდინება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამის შემდეგ მზის ამოსვლაც,მსოფლიო კატაკლიზმებიც, მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემებიც ქალბატონი ქეთევანის ბლოგზე ექსელში აისახება.
ქეთევან, დღვანდელი დედის დღეს მსოფლიო და სანზონის ქალბატონები შენ გიძღვნით.

2 comments:

  1. მაია რა კარგი ხარ, მიყვარხარ ძააააააააააააააააან

    ReplyDelete
  2. ძალიან მომეწონა პროექტის თემა. გისურვებთ კარგ პრეზენტაციას! წარმატებები...

    ReplyDelete